გადაწყვეტილება N 150 შ . პ . ს . “ რუსთავი 2 ონლაინი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2003
მიღების თარიღი აპრილი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს რუსთავი 2 ონლაინმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში შემოსული # 7/066-03 04.03.2003), მისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის დამატებითი რესურსის გამოყოფის შესახებ.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, შპს რუსთავი 2 ონლაინი„ ფლობს N 1300 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. ზემოაღნიშნული ლიცენზიით კომპანიას საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის გამოყოფილი აქვს ინდექსი 200XXX-202XXX. ამასთან, სასადგურო ინდექსი 203XXX წარმოადგენს თავისუფალ ნუმერაციის რესურსს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებელად მიაჩნია, შპს რუსთავი 2 ონლაინს„ მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი 203XXX N 1300 ლიცენზიის მოქმედების ვადით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „რუსთავი 2 ონლაინს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 1300 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 203XXX;
2. ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ნებართვის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში ან ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაუქმების საფუძველია;
3. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „რუსთავი 2 ონლაინი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე