გადაწყვეტილება N 15 შპს “TV-33”-ის N 326 ლიცენზიის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2003
მიღების თარიღი იანვარი 10, 2003
(საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა)
მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტვ-33”-მა (რეგისტრირებული ქ.თბილისის ისნის რაიონის 1997 წლის 16 ივლისის N7/4-784 დადგენილებით) კომპანიის N326 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ:
ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „TV-33”-ის სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N326, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობის ორგანიზებას ქ.თბილისში დეციმეტრული დიაპაზონის 33-ე არხზე 1 კვტ-იანი გადამცემის გამოყენებით;
შპს „TV-33”-მა, კომისიის 2000 წლის 1 დეკემბრის N22 გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
კომპანიამ ტექნიკური მიზეზების გამო (გადამცემი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა) 2002 წლის დეკემბრიდან დროებით შეაჩერა მაუწყებლობა, რის თაობაზეც აცნობა კომისიას. ამასთან, კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ განაახლოს მაუწყებლობა.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „TV-33”-ს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობიდან 48 411 (ორმოცდა რვა ათას ოთხას თერთმეტი) ლარი, გადახდილი აქვს სალიცენზიო გადასახდელის 30% (14 523 ლარი), საიდანაც 9 682 (ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდა ორი) ლარი გადახდილია კომისიის ანგარიშზე, ხოლო 4 841 (ოთხი ათას რვაას ორმოცდა ერთი) ლარი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლებისა და „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „TV-33”-ის N 326 ლიცენზიას, 2012 წლის 11 სექტემბრამდე;
2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „TV-33”-ის N 326 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა”;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
4. შპს „TV-33”-მა უზრუნველყოს მაუწყებლობის განახლება 2003 წლის 1 მარტამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია განიხილავს საკითხს შპს „TV-33”-ის N 326 ლიცენზიის გაუქმების შესახებ;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (33 888 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
3765,3 ლარი - 2003 წლის 11 ოქტომბრამდე;
3765,3 - ლარი - 2004 წლის 11 ოქტომბრამდე;
3765,3 - ლარი - 2005 წლის 11 ოქტომბრამდე;
3765,3 - ლარი - 2006 წლის 11 ოქტომბრამდე;
3765,3 - ლარი - 2007 წლის 11 ოქტომბრამდე;
3765,3 - ლარი - 2008 წლის 11 ოქტომბრამდე;
3765,3 - ლარი - 2019 წლის 11 ოქტომბრამდე;
3765,3 - ლარი - 2010 წლის 11 ოქტომბრამდე;
3765,3 - ლარი - 2011 წლის 11 ოქტომბრამდე;
6. პასუხისმგებლობა თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
