გადაწყვეტილება N 149 აქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 21 მარტის N114 / 7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2003
მიღების თარიღი აპრილი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სანეტმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (# 2503/01-01 25/03/2003), მისთვის კომისიის მიერ მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად მინიჭებული ნუმერაციის რესურსის 8-056-ის ნაცვლად, თავისუფალი ნუმერაციის რესურსის 8-008 გამოყოფის შესახებ.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, შპს სანეტი„ ფლობს N 383 ლიცენზიას მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე. ამასთან, კომისიას შესაძლებელად მიაჩნია ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე კომპანიას მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-008, რომელიც არ წარმოადგენს კოდს საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და შესაბამისად კონკურსის წესით არ გაიცემა.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შ.პ.ს. „სანეტი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 21 მარტის N114/7 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მიეცეს ნებართვა შპს „სანეტს” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 8-008„;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე