წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 146 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენებაზე

ნომერი: 146 / 14

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2003

მიღების თარიღი აპრილი 04, 2003

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS- 50/2653, 28.11.02 და № UMS- 50/0335, 20.02.03) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის  STAVROPOL - 49 TBK (MOD) და TAMAN KRAS – 51 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენების შესახებ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის STAVROPOL - 49 TBK (MOD) და TAMAN KRAS – 51 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენებაზე (№ UMS-50/2653, 28.11.02 და № UMS-50/0335, 20.02.03) წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები