წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 142 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისთვის დროებით გატანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 142 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2003

მიღების თარიღი აპრილი 04, 2003

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისთვის  დროებით გატანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 217; 01.04.03) წარმოდგენილი ჩამონათვალის შესაბამისად საქართველოდან დროებით გატანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების (რადიოსარელეო და სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე დროებით გატანილი მაღალსიხშირული მოწყობილობები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.      უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო  სასამართლოში (ქ. თბილისი ,  რობაქიძის გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის  თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

 

           

                                                                       

                                                            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

                                                            2003 წლის 4 აპრილის N     გადაწყვეტილების

                                                                                                                                      დანართი

                                                                                                                       

მაღალსიხშირული მოწყობილობების ჩამონათვალი:

  • რადიოსარელეო სადგური რ-415 გაზ-66-ის ბაზაზე
  •      სახელმწიფო N AS 0071, ძრავი N 24 681-მ, შასი N  06525525

  • რადიოსადგურები:
    • „ჰარისი” RF 5800 H (V) - 2 კომპლექტი
    • „სინგარსი” PRC-119 E - 2 კომპლექტი
    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები

    A PHP Error was encountered

    Severity: Warning

    Message: Invalid argument supplied for foreach()

    Filename: /home/comcomge/domains/comcom.ge/public_html/core/helpers/folder.php:236