გადაწყვეტილება N 140 გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში ( UNOMIG ) მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2003
მიღების თარიღი აპრილი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიას მიმართა განცხადებით (02.04.03) წარმოდგენილი ზედდებულის და ანგარიშფაქტურის (N 235-92696936; 25.03.03. და N 4745RI; 19.03.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობა (წრიული გასხივების დიაგრამის ანტენა) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელის მოწყობისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ზედდებულით და ანგარიშფაქტურით (N 235-92696936, 25.03.03. და N 4745RI, 19.03.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
