გადაწყვეტილება N 14 პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2003
მიღების თარიღი იანვარი 10, 2003
პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად
კომერციულ კონკურსში
გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სუპერპეიჯმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (01.11.2002) პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კომისიის 2002 წლის 8 ნოემბრის # 438/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად კომერციულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს სუპერპეიჯმა„, რადგანაც განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სხვა კომპანიას არ წარმოუდგენია.
კომისია აღნიშნავს, რომ შ.პ.ს. ”სუპერპეიჯის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება საკონკურსო მოთხოვნებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სუპერპეიჯი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 18 792 (თვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი) ლარი;
2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი ანუ 3758.4 (სამი ათას შვიდას ორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 1 879.2 (ათას რვაას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მ/წ 24 იანვრამდე:
- ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი „თი-ბი-სი ბანკი”;
- ა/ანგარიში: N609326;
- კოდი: N220101830;
- საიდენტიფიკაციო კოდი N204953050.
ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 1 879.2 (ათას რვაას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მ/წ 22 იანვრამდე:
- ბანკი: საქართველოს ეროვნული ბანკი;
- ა/ანგარიში: სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეცანგარიში N000141107;
- სახაზინო ქვეანგარიში: N 8001;
- კოდი: N220101107;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (13154.4 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების საინფორმაციო უზრუნველყოფა.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) მ/წლის 24 იანვრის კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „სუპერპეიჯისათვის” პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
