გადაწყვეტილება N 139 2003 წლის N 15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2003
მიღების თარიღი აპრილი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 28 მარტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით (შპს „რუსთავი -2”-სთვის ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემისა და ს/ს „ეგრისის” N 345 ლიცენზიის მიდიფიცირების შესახებ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 20 დღიანი ვადის დაცვის მიზნით და სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ფოპტნეტს” შორის სს „საქართველოს ელექტროკავშირის” სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ მიღწეული შეთანხმებისა თაობაზე შპს „ფოპტნეტს” მიერ წარმოდგენილი წერილის (N FD-02/309 04.04.2003წ) გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 15 სხდომის დღის წესრიგის მე-2 და მე-3 საკითხები (შპს „რუსთავი -2”-სთვის ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემისა და ს/ს „ეგრისის” N 345 ლიცენზიის მიდიფიცირების შესახებ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის N 118 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ამოღებულ იქნეს N 15 სხდომის დღის წესრიგიდან მე-10 საკითხი „სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ფოპტნეტს” შორის სს „საქართველოს ელექტროკავშირის” სატელეფონო კანალიზაციაში შპს „ფოპტნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების ტარიფის თაობაზე დავის განხილვის დანიშვნის შესახებ”.
3. დამტკიცდეს კომისიის N 15 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
