წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 138 შპს “ ოკრიბა 2002 ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 138 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2003

მიღების თარიღი მარტი 28, 2003

შპს „ოკრიბა 2002”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ოკრიბა 2002”–მა (რეგისტრირებული ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის  N  7/4-2093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N DJ-SS02, 19.03.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (პორტატული მიკროტალღოვანი სარელეო ხაზი) გამოყენებული უნდა იყოს მოძრავი სატელევიზიო სადგურით სატელევიზიო სიგნალების გადასაცემად.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ოკრიბა 2002”-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული   ანგარიშფაქტურით  (N DJ-SS02, 19.03.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს შპს „ოკრიბა 2002”-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს  თბილისის   საოლქო   სასამართლოში      (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ.აბაშიძე

                                                           

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები