წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 137 ეუთოს მისიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 137 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2003

მიღების თარიღი მარტი 28, 2003

ეუთოს მისიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ეუთოს მისიამ კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 257-62388605, 17.03.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ეუთოს მისიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული ანგარიშფაქტურით (N 257-62388605, 17.03.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური რაციები GM -300);

2.      უზრუნველყოს ეუთოს მისიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

          

                        კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები