წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 133 შპს “ ჯი ბი ეს ”- ისთვის სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 133 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

შპს „ჯი ბი ეს”-ისთვის  სამუშაო სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ჯი ბი ეს”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის N 06/4-652 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N B-34, 12.03.03) ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ჯი ბი ეს”-ი ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ავტოსერვისით. სამუშაო სიხშირეები გათვალისწინებულია შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით საზოგადოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან რადიოკავშირისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ:

გადაწყვიტა

1.   მიენიჭოს შპს „ჯი ბი ეს”-ს 151.250 მგჰც და 156.400 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.   აღირიცხოს შპს „ჯი ბი ეს”-ისთვის მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.   უზრუნველყოს  შპს „ჯი ბი ეს”-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.    კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში  შპს „ჯი ბი ეს”-ისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

5.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები