წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 132 საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობისთვის სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 132 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობისთვის

  სამუშაო სიხშირეების მინიჭების  შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/214, 14.03.03) გარე გადაცემათა ორგანიზებისათვის მისთვის ადრე გამოყოფილი სამუშაო სიხშირეების 2346 მგჰც და 2386 მგჰც შეცვლასთან დაკავშირებით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ:

გადაწყვიტა

1. მიენიჭოს საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობას 2314 მგჰც და 2394 მგჰც სამუშაო სიხშირეები რადიოსარელეო კავშირისათვის ქ. თბილისში   შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით და გაუუქმდეს 2346 მგჰც და 2386 მგჰც სიხშირული მინიჭებები საკუთარი განცხადების საფუძველზე;

2. აღირიცხოს საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობისთვის მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3. უზრუნველყოს საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობამ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის  მისაღებად;

4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები