წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 131 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და მოქალაქე ეკა თოდუას შორის დავის განხილვის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 131 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და მოქალაქე ეკა თოდუას შორის დავის განხილვის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მომხმარებელმა ეკა თოდუამ (მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ/ფშაველას გამზირი, IIკვ. I კორპ. ბ.47) მიმართა კომისიას სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ მისი ტელეფონის (392074) გათიშვის თაობაზე. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ეკა თოდუა  კომისიას სთხოვს დანიშნოს დავის განხილვა.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და ე.თოდუას შორის დავის განხილვა კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე 2003 18 აპრილს 1200 საათზე;

2. ე.თოდუას წერილი დავის განხილვის დანიშვნის თაობაზე გაეგზავნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირს”;

3. უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა კომისიაში 2003 წლის 10 აპრილამდე;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და ე.თოდუას;

5. მოწვეულნი იქნენ სს „საქართველოს ელექტროკავშირი” და ე.თოდუა კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად 7 სამუშაო დღით ადრე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები