გადაწყვეტილება N 130 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ივერია ქსელს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003
მიღების თარიღი მარტი 21, 2003
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის
ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ რომ შპს „ივერია ქსელმა” მიმართა კომისიას სს „საქართველოს ელექტროკავშირთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შპს შპს „ივერია ქსელი” კომისიას სთხოვს განიხილოს მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში არსებული დავა, ვინაიდან მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 11-ე თავის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2003 წლის 18 აპრილს 1600 საათზე;
2. შპს „ივერია ქსელის” წერილი დავის განხილვის დანიშვნის თაობაზე და თანდართული ხელშეკრულების პროექტის ასლი გაეგზავნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირს”;
3. უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა კომისიაში 2003 წლის 10 აპრილამდე;
4. წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს”;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე