წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 2 სხდომის დღის წესრიგის პროექტის პირველი საკითხის 2003 წლის 17 იანვრის მე-4 სხდომის დღის წესრიგის პროექტში და მე-4 საკითხის 24 იანვრის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ

ნომერი: 13 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი იანვარი 10, 2003

 

          2003 წლის 10 იანვრის  N2 კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტის პირველი საკითხის თაობაზე – შპს “ახალ ქსელებსა” და შპს “მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ და შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” საქმიანობის შემდგომი სრულყოფის შესახებ, საკითხების დამატებითი შესწავლის, გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      2003 წლის 10 იანვრის N 2 სხდომის დღის წესრიგის პროექტის პირველი საკითხი  - შპს “ახალ ქსელებსა” და შპს “მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ,  გადატანილ იქნეს 2003 წლის 17 იანვრის მე-4 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2.       2003 წლის 10 იანვრის N 2 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხი - შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” საქმიანობის შემდგომი სრულყოფის შესახებ, გადატანილ იქნეს 2003 წლის 24 იანვრის მე-5 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) და სამაუწყებლო       (თ. ძაგნიძე) სამსახურებს 2003 წლის 22 იანვრისათვის წარმოადგინოს კომისიის გადაწყვეტილების პროექტი შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” საქმიანობის შემდგომი სრულყოფის შესახებ;

4. ეცნობოს  შპს “ახალ ქსელების”, შპს “მაგთიკომის” და შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” ხელმძღვანელობას ზემოაღნიშნული საკითხების გადატანის შესახებ;

5. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში              (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                              ვ.აბაშიძე 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები