წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 129 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის მე-2 კვარტლის სამუშაო გეგმის განხილვის შესახებ

ნომერი: 129 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2003 წლის მე-2 კვარტლის სამუშაო გეგმის განხილვის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  განიხილა რა კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების მიერ წარმოდგენილი 2003 წლის მე-2 კვარტლის კომისიის სამუშაო გეგმის პროექტი

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს  წარმოდგენილი საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003 წლის მე-2 კვარტლის სამუშაო გეგმა (თან ერთვის), კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით.

     2. დაევალოთ კომისიის აპარატის სტრუქტურულ დანაყოფებს უზრუნველყონ წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების კომისიის სხდომებზე  დამტკიცებულ ვადებში წარმოდგენა.

     3. პერიოდულად მოხსენდეს კომისიის წევრებს (ორშაბათის აპარატის თათბირებზე)  აპარატის  შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მიერ  გასული კვირის განმავლობაში ამ კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ი. ხარებავას.

    კომისიის თავმჯდომარე:                                      ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები