წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 126 შპს “ ტელე - რადიო კომპანია “ ახმეტა ტვ - 1 ”- სთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 126 / 9

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

შპს „ტელე-რადიო კომპანია „ახმეტა ტვ-1”-სთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელე-რადიო კომპანია „ახმეტა ტვ-1”-მა (რეგისტრირებული ახმეტის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 5 აპრილის N 18/4-77 დადგენილებით) კომპანიის N1140 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ:

ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტელე-რადიო კომპანია „ახმეტა ტვ-1” -ის სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N1140, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-10 სატელევიზიო არხზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით, შ.პ.ს. ”საქართველოს ტელეცენტრთან” გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე.

შპს „ტელე-რადიო კომპანია „ახმეტა ტვ-1”-მა კომისიის N343, 29.06.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, რომლის თანახმად ლიცენზიის სახეობად განესაზღვრა „საეთერო ტელერადიომაუწყებლობა”.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს შპს „ტელე-რადიო კომპანია „ახმეტა ტვ-1”-ის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 1 980,45 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარით;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (396,09 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBS-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა=609326;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (198,04 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);

4. უზრუნველყოს შპს „ტელე-რადიო კომპანია „ახმეტა ტვ-1”-მა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „ტელე-რადიო კომპანია „ახმეტა ტვ-1”-მა სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები შეიძლება დაზუსტდეს კომისიის მიერ.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე).

 

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები