გადაწყვეტილება N 125 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003
მიღების თარიღი მარტი 21, 2003
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 28 მარტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 14 სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ( შპს „მო-ბოს”, შპს „ინფოტელის”, შპს „ახტელის” და შპს „ახალი ქსელები”-სთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 20 დღიანი ვადის დაცვის მიზნით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 14 სხდომის დღის წესრიგის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები და შემდგომში მათი კომისიის სხდომაზე განხილვა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის N 118 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვის გათვალისწინებით.
2. დამტკიცდეს კომისიის N 14 სხდომის დღის წესრიგის პროექტი წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).
ი. ხარებავა