წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 123 შპს “ საქართველოს თამბაქოს წარმოებისთვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 123 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის N 4/7-1000 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 57/2003, 06.03.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 060303-1A, 06.03.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საავტომობილო და სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელის  ფუნქციონირებისთვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

  • მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებას” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 060303-1A, 06.03.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
  • უზრუნველყოს შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებამ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
  • აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
  • გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).
  •            

                            კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

               

                           

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები