წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 122 შპს “ ვეზირისთვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 122 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

შპს „ვეზირისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ვეზირმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის N 5/4-1026 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (14.03.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N V008/03, 11.03.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ვეზირს” საქართველოში შემოაქვს მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ვეზირს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული ანგარიშფაქტურით (N V008/03, 11.03.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „ვეზირმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის  შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს 

     სამაუწყებლო  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           

                        კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

           

                       

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები