გადაწყვეტილება N 119 სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003
მიღების თარიღი მარტი 21, 2003
თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკის სათანამგზავრო სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის CBANK-Y_YEREVAN, CBANK-TS_TSAKHKADZOR და ARMINTAIR-ARMENIA მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ 1-7/9 05.02.03 და № 1-7/11 06.02.03 წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარდგენილი სადგურის შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე