წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 116 შპს “ დაცვის სამსახურისთვის ” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 116 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

შპს „დაცვის სამსახურისთვის”  სამუშაო სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „დაცვის სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. ბოლნისის რაიონული  სასამართლოს 2002 წლის 27 ნოემბრის N 5/8-20 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, შპს „დაცვის სამსახურის” საქმიანობის საგანია  დაცვის სამსახურის ჩამოყალიბება; კერძო პირთა დაცვა; კომერციული ობიექტების დაცვა; ტვირთგადაზიდვების გაცილება-დაცვა; ყველანაირი იურიდიულ-საკონსულტაციო მომსახურება. სამუშაო სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისათვის ქ. თბილისში, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.       მიენიჭოს შპს „დაცვის სამსახურს”  411.200 მგჰც და 416.750 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.      აღირიცხოს შპს „დაცვის სამსახურისათვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.  უზრუნველყოს  შპს  „დაცვის სამსახურმა” კომისიაში სათანადო   ინფორმაციის

     წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის

     მისაღებად;

4.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს „დაცვის სამსაურისათვის”  

     სიხშირის მინიჭების   საკითხი  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნეს  

     მოყვანილი;

5.  გადაწყვეტილება  შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საოლქო სასამართლოში           

     (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე     დაევალოს

     სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები