გადაწყვეტილება N 115 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003
მიღების თარიღი მარტი 21, 2003
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთვის
სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 20/27, 10.02.03) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სახელმწიფო უშიშროების მიზნით ოპერატიული კავშირისთვის ქ. თბილისში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N 43, 21.01.1997) დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის„ მე-3 თავის 3.2.20 პუნქტისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სიხშირეები ოპერატული კავშირისთვის ქ. თბილისში დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
3. აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
5. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთვის სიხშირის მინიჭების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე