წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 114 შ . პ . ს . “ სანეტი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 114 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

შ.პ.ს. „სანეტი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „სანეტმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (# 0603/0X-01 06/03/2003), მისთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად  ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, შპს „სანეტი„ ფლობს N 383 ლიცენზიას მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე. ამასთან, კომისიას შესაძლებელად მიაჩნია ქვეყანაში ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე, კომპანიას, მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-056, რომელიც არ წარმოადგენს კოდს საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებისათვის და შესაბამისად კონკურსის წესით არ გაიცემა.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „სანეტს” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 8-056;

2.                  შპს „სანეტი” ვალდებულია, კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

3.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                     ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები