გადაწყვეტილება N 113 შპს “ ქართული ფ ოსტისათვის “ საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003
მიღების თარიღი მარტი 21, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ქართულმა ფოსტამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (#3 26.02.2003), საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ქართული ფოსტა„ რეგისტრირებულია ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოში 2002 წლის 19 დეკემბერს (რეგისტრაციის # 06/4-1167), კომპანიის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სააფოსტო კავშირით მომსახურება. კომპანიას ლიცენზიის მისაღებად კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 361 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად აქვს წარმოდგენილი.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შპს „ქართულ ფოსტას” საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):
2. ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე