წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 112 შპს “ რადიოცენტრი პლუს ”- ის N 327 ლიცენზიის ( საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა ) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 112 / 6

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

შპს „რადიოცენტრი პლუს”-ის N 327 ლიცენზიის

(საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა)

მოქმედების ვადის გაგრძელებისა  და მოდიფიცირების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რადიოცენტრი პლუს”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 დეკემბრის N5ა/4-2398  დადგენილებით), რომელიც ითხოვს კომპანიის N 327 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებას.

კომისია აღნიშნავს, რომ:

ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „რადიოცენტრი პლუს”-ის სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N327, რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობის ორგანიზებას ქ.თბილისში 103,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ-იანი სიმძლავრის გადამცემით, რადიომონაცემების გადაცემის სისტემის (RDS) გამოყენებით.

შპს „რადიოცენტრი პლუს”-მა კომისიის 2001 წლის 2 მარტის N76/5 გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

შპს „რადიოცენტრი პლუს”-ს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობიდან  10.692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, გადახდილი აქვს სალიცენზიო გადასახდელის 30% (3.207,60 ლარი), საიდანაც 2.138,40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი) ლარი გადახდილია კომისიის ანგარიშზე, ხოლო 1.069,20 (ათას სამოცდაცხრა) ლარი- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. შპს „რადიოცენტრი პლუს”-ს გადახდილი აქვს სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი) საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „რადიოცენტრი პლუს”-ის N 327 ლიცენზიას,  2011 წლის 31 დეკემბრამდე;

2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „რადიოცენტრი პლუს”-ის N 327 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა ქ.თბილისში 103,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე, „RDS„ სისტემის გამოყენებით, გადამცემის სიმძლავრე 1 კვტ.”

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7.484,40 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე- საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

831,60 ლარი      - 2003 წლის 31 მარტამდე;

831,60 - ლარი    - 2004 წლის 31 იანვრამდე;

831,60 - ლარი    - 2005 წლის 31 იანვრამდე;

831,60 - ლარი    - 2006 წლის 31 იანვრამდე;

831,60 - ლარი    - 2007 წლის 31 იანვრამდე;

831,60 - ლარი    - 2008 წლის 31 იანვრამდე;

831,60 - ლარი    - 2019 წლის 31 იანვრამდე;

831,60 - ლარი    - 2010 წლის 31 იანვრამდე;

831,60 - ლარი    - 2011 წლის 31 იანვრამდე;

6. პასუხისმგებლობა თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) და ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები