გადაწყვეტილება N 111 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 12 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე - 2 საკითხის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003
მიღების თარიღი მარტი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის
N 12 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის გადადების შესახებ
2003 წლის 7 მარტის N 12 კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტის მეორე საკითხის - შპს „ახმეტა ტვ-1”-სათვის სალიცენზიო გადასახდელს საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ, დამატებითი შესწავლის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს შპს „ახმეტა ტვ-1”-სათვის სალიცენზიო გადასახდელს საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ საკითხი დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე.
2. დაევალოს ეკონომიკურ (გ. ბუთბაია) სამსახურს წარმოადგინოს ინფორმაცია შპს „ახმეტა ტვ-1” მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის თანებხის ოდენობისა და კომისიის ანგარიშზე მათი ჩარიცხვის მდგომარეობის შესახებ.
3. დაევალოს სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს წარმოადგინოს ინფორმაცია ყოფილი ORT-ს სამაუწყებლო ქსელის სატელევიზიო არხების ტერიტორიული განაწილების შენარჩუნების მიზანშეწონილობის შესახებ.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროს სპეციალისტს ე. ასანიძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე