წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 11 შპს ” მობილფონი “- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 11 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2003

მიღების თარიღი იანვარი 10, 2003

შპს  ”მობილფონი„- სათვის  საქართველოში  მაღალსიხშირული      მოწყობილობების  შემოტანაზე   ნებართვის  გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მობილფონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული   ანგარიშფაქტურით   (N 4020548 06.01.03)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მობილფონმა” აპარატურის შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესატანად;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა);

 

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს

     სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           კომისიის  თავმჯდომარე                                                ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები