გადაწყვეტილება N 108 კომპანია “ სპი კაპაგ - პეტრო ფ აკ ინთერნეშენელ ლიმითედისათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003
მიღების თარიღი მარტი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის N 5/8-195 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (27.02.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 2789, 24.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემა) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისათვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 2789, 24.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. უზრუნველყოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე