წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 107 შპს “ მაგთიკომისათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების

ნომერი: 107 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

შპს „მაგთიკომისათვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 თებერვლის N 5/4-385 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 612, 10.03.03) წარმოდგენილი დანართის შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რადიოსარელეო ხაზის შემადგენელი ნაწილები და დამხმარე აქსესუარები) გამოიყენებული უნდა იყოს  ფიჭური კავშირგაბმულობის  ქსელში.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   გადაწყვეტილების დანართში აღნიშნული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.       გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           

                 კომისიის თავმჯდომარე                                               ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები