წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 105 სამაუწყებლო კომპანია “ რუსთავი 2 ”- ისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის

ნომერი: 105 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ისათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს N 5ა/4-580 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (11.03.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 41623, 11.03.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მიწისზედა Ku დიაპაზონში მოქმედი თანამგზავრული გადამცემი) გამოყენებული უნდა იყოს თანამგზავრზე სატელევიზიო სიგნალების მისაწოდებლად.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

1.      გადაწყვიტა: მიეცეს ნებართვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული   ანგარიშფაქტურით  (N 41623, 11.03.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები