წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 104 სანმარინოს რესპუბლიკის საკონსულოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის

ნომერი: 104 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

  სანმარინოს რესპუბლიკის საკონსულოსათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სანმარინოს რესპუბლიკის საკონსულომ კომისიას მიმართა განცხადებით (06.03.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 2798, 27.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით რადიოკავშირის ქსელის  ფუნქციონირებისათვის ქ. თბილისში.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა სანმარინოს რესპუბლიკის საკონსულოს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული   ანგარიშფაქტურით  (N 2798, 27.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს სანმარინოს რესპუბლიკის საკონსულომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები