წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 103 სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 103 / 14

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს  წერილები (№ 1-8/84 29.12.02 და № 1-8/13 27.01.03)  თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის ERPHY-ARMENIA  (რომლიც იგეგმება EXPRESS-5 სათანამგზავრო ქსელში) და SEISMIC-Y_YEREVAN, SEISMIC-G_GARNI (რომლებიც იგეგმება EUTELSAT 1-3 სათანამგზავრო ქსელში) მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების  შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურები ფუნქციონირებენ 3 გგჰც, 6 გგჰც, 11 გგჰც, 12 გგჰც და 14 გგჰც სიხშირულ დიაპაზონებში, განსაზღვრულია წარმოდგენილი ფორმის (ApS4/III) შესაბამისად საერთო-საჯარო სარგებლობისათვის და  გამოიყენება კორესპონდენციების გადასაცემად.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკის სათანამგზავრო სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:     

1. მიეცეს თანხმობა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ 1-8/84 29.12.02 და № 1-8/13 27.01.03 წერილების დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარდგენილი სადგურის შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში         (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები