წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 102 რუსეთის ფ ედერაციის კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე არსებული ფ იქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 102 / 14

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე არსებული  ფიქსირებული  სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები                          (№ UMS-50/2585, 20.10.02 და № UMS-50/2823, 15.12.02) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის  მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების შესახებ. რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის აღნიშნული სადგურები ფუნქციონირებენ 14-15 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში, განთავსებული არიან კრასნოდარის მხარეში და სარელეო ხაზის შემადგენელ კვანძებს წარმოადგენენ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფიქსირებული სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებულ სამსახურის სადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე  (№ UMS-50/2585, 20.10.02 და № UMS-50/2823, 15.12.02 წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2.  შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში         (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები