გადაწყვეტილება N 101 რუსეთის ფ ედერაციის ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ფ იქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003
მიღების თარიღი მარტი 14, 2003
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფიქსირებული სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სამაუწყებლო სამსახურების სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული 2472 მგჰც სიხშირის გამოყენებაზე (№ UMS-50/2832, 15.12.02 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
