წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 100 რუსეთის ფ ედერაციის ყარაჩაევო - ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ფ იქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 100 / 14

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

რუსეთის ფედერაციის ყარაჩაევო-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი                      (№ UMS-50/2977, 31.12.02) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის  მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების შესახებ. რუსეთის ფედერაციის ყარაჩაევო-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ფიქსირებული სამსახურის აღნიშნული სადგურები ფუნქციონირებენ 8 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში და სარელეო ხაზის შემადგენელ კვანძებს წარმოადგნენ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფიქსირებული სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა  :

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ყარაჩაევო-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე                         (№ UMS-50/2977, 31.12.02 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2.  შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში         (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები