გადაწყვეტილება N 99 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2002
მიღების თარიღი მარტი 19, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრთან დასაკავშირებლად ისარგებლოს 8002 (რვა-ნული-ნული-ორი) ნუმერაციის რესურსით;
2. ნუმერაციის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენება მოიყვანოს მიღებულ ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
