წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 98 გაეროს განვითარების პროგრამისათვის საქართველოში სამუშაო სიხშირეების (162.525 მგჰც და 168.125 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 98 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2002

მიღების თარიღი მარტი 19, 2002

გაეროს განვითარების პროგრამისათვის საქართველოში სამუშაო სიხშირეების

 (162.525 მგჰც  და 168.125 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში                     162.525 მგჰც და 168.125 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში,               მის გარეუბნებსა და შემოგარენში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;

2.      უზრუნველყოს გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში გაეროს განვითარების პროგრამისათვის საქართველოში სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

 

   კომისიის თავმჯდომარე                                   ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები