გადაწყვეტილება N 94 შპს “ ტრანსკომის ” მიერ “ საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარი ფ ების დამტკიცების თაობაზე ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების მიმდი
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2002
მიღების თარიღი მარტი 19, 2002
შპს „ტრანსკომის” მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა შპს „ტრანსკომის” მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების მიმდინარეობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტრანსკომის” მიერ დამტკიცებული საერთაშორისო სატელეფონო საუბრების ტარიფები არ შეესაბამება „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის #5 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის #7 დადგენილებით გათვალისწინებულ ტარიფებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაევალოს შპს „ტრანსკომს” საერთაშორისო სატელეფონო საუბრების ტარიფები დაუყონებლივ მოიყვანოს შესაბამისობაში „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის დადგენილებით გათვალისწინებულ ზღვრულ ტარიფებთან.
2. კომისიამ 2002 წლის 29 მარტის სხდომაზე განიხილოს შპს „ტრანსკომის” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიის შეჩერების საკითხი.
3. დაევალოთ კომისიის აპარატის უფლებამოსილ თანამშრომლებს (კომისიის გადაწყვეტილება N396/11,03.08.2001წ.) შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში კომისიამ განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს „ტრანსკომის” პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიმართ.
4. უზრუნველყოს კომისიის აპარატის იურიდიულმა სამსახურმა (გ.კვერენჩხილაძე) გადაწყვეტილებაში აღნიშნული საკითხების შესრულების პროცედურის დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურის უფროსს გ.კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
