წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 93 შპს “ მაკროკომის ” მიერ “ საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარი ფ ების დამტკიცების თაობაზე ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების მიმდ

ნომერი: 93 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2002

მიღების თარიღი მარტი 19, 2002

შპს „მაკროკომის” მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების  მიმდინარეობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა შპს „მაკროკომის” მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების  მიმდინარეობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაკროკომის” მიერ დამტკიცებული საერთაშორისო სატელეფონო საუბრების ტარიფები არ შეესაბამება „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის #5 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის #7 დადგენილებით გათვალისწინებულ ტარიფებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაევალოს შპს „მაკროკომს” საერთაშორისო სატელეფონო საუბრების ტარიფები დაუყონებლივ მოიყვანოს შესაბამისობაში „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის დადგენილებით გათვალისწინებულ ზღვრულ ტარიფებთან.

2. კომისიამ 2002 წლის 29 მარტის სხდომაზე განიხილოს შპს „მაკროკომის”  საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიის შეჩერების საკითხი.

3. დაევალოთ კომისიის აპარატის უფლებამოსილ თანამშრომლებს (კომისიის გადაწყვეტილება N396/11,03.08.2001წ.) შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში კომისიამ განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს „მაკროკომის”  პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიმართ.

4. უზრუნველყოს კომისიის აპარატის იურიდიულმა სამსახურმა (გ.კვერენჩხილაძე) გადაწყვეტილებაში აღნიშნული საკითხების შესრულების პროცედურის დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურის უფროსს გ.კვერენჩხილაძეს.

           

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები