გადაწყვეტილება N 89 შპს ” ბპ ექსპლორეიშენ ( კასპიენ სი ) ჯორჯია “- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2002
მიღების თარიღი მარტი 15, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ”ბპ ექსპლორეიშენ (კასპიენ სი) ჯორჯია„-ს შემოიტანოს საქართველოში თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 1987 06.02.02 და N 2001 14.02.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის
მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
