გადაწყვეტილება N 85 შპს “ ატვ ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 12877 ; 12905 ; 12933 ; 13031 ; 13143 ; 13171 და 13199 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2002
მიღების თარიღი მარტი 07, 2002
შპს „ატვ”- სათვის სამუშაო სიხშირეების (12877; 12905; 12933; 13031; 13143; 13171 და 13199 მგჰც) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ატვ”-ს ქ. თბილისში რადიო-სარელეო ხაზების შიდატექნოლოგიური მიზნით ფუნქციონირებისათვის 12877; 12905; 12933; 13031; 13143; 13171 და 13199 მგჰც სამუშაო სიხშირეები;
2. უზრუნველყოს შპს „ატვ”-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიოსარელეო სადგურების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ატვ”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
