წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 83 საქართველოს ფ ეხბურთის ფ ედერაციისათვის სამუშაო სიხშირის ( 150 , 150 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 83 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2002

მიღების თარიღი მარტი 07, 2002

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სამუშაო სიხშირის 

(150,150  მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 150,150 მგჰც სამუშაო სიხშირე, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

 

                კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები