გადაწყვეტილება N 82 საქართველოს დაცული ტერიტორიების , ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწი ფ ო დეპარტამენტისათვის სამუშაო სიხშირის ( 6 , 970 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2002
მიღების თარიღი მარტი 07, 2002
საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო
მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის სამუშაო სიხშირის
(6,970 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს 6,970 მგჰც სამუშაო სიხშირე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
