გადაწყვეტილება N 81 საქართველოს დაზვერვის სახელმწი ფ ო დეპარტამენტისათვის სამუშაო სიხშირეების ( 155 , 225 და 160 , 225 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2002
მიღების თარიღი მარტი 07, 2002
საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის სამუშაო
სიხშირეების (155,225 და 160,225 მგჰც) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტს 155,225 მგჰც და 160,225 მგჰც სიხშირეები სამსახურეობრივი ოპერატიული რადიოკავშირისათვის თბილისი-კოჯორი-გარდაბნის მიმართულებით და გაუქმდეს 161,825 მგჰც და 173,350 მგჰც სიხშირეების მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;
2. უზრუნველყოს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
