გადაწყვეტილება N 62 შპს “ საქართველოს მილსადენის კომპანია ( GPC )”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2002
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2002
შპს „საქართველოს მილსადენის
კომპანია (GPC)”- სათვის
მაღალსიხშირული
მოწყობილობების საქართველოში
შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”-ს შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით N 1987 (06.02.02.) და N 1988 (06.02.02.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
