გადაწყვეტილება N 60 ფ ოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2002
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ფოთის საზღვაო ნავსადგურს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N1972.23.01.2002) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე