გადაწყვეტილება N 56 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2002
მიღების თარიღი თებერვალი 15, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) 8-67 (რვა-ექვსი-შვიდი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;
2. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2002 წლის 18 თებერვლის 10:00 საათიდან 2002 წლის 11 ნოემბრის 17:00 საათამდე;
3. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
4. კონკურსის პირობები არ ითვალისწინებს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას;
5. კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;
6. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;
7. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს ოცდასამი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი (23652) ლარით;
8. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %-ის გადახდა მოხდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;
9. კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის სრული ოდენობის გადახდა მოხდეს კონკურსში გამარჯვებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში;
10. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2002 წლის 15 ნოემბერი (16:00 საათი);
11. კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;
12. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს გ. რატიშვილს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ. გოთოშია) და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე