გადაწყვეტილება N 534 ეუთოს მისიისათვის საქართველოში ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ეუთოს მისიას საქართველოში შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 4020396 17.12.02; N 4020445 19.12.02: N 265.1202 19.12.02) და ზედდებულებით (N 6093638795 და N 5887808430) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ეუთოს მისიამ საქართველოში აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
