გადაწყვეტილება N 531 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების PIATIGORSK – 71 . 54 MHz , GELENDZHIK – 106 . 2 MHz და GELENDZHIK – 107 . 0 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2002
რუსეთის
რადიოსამაუწყებლო სადგურების PIATIGORSK 71.54 MHz,
GELENDZHIK 106.2 MHz და
GELENDZHIK 107.0 MHz წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის
გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილები (№
UMS- 50/2378 25.10.02. და № UMS- 50/2412 30.10.02.) რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისათვის PIATIGORSK 71.54 MHz, GELENDZHIK 106.2 MHz და GELENDZHIK 107.0 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების PIATIGORSK71.54MHz, GELENDZHIK 106.2 MHz და GELENDZHIK 107.0 MHz გამოყენებაზე (2002 წლის 25 ოქტომბრის № UMS-50/2378 და 2002 წლის 30 ოქტომბრის № UMS-50/2412 წერილების დანართებში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
